Monday, April 14, 2014

მერვე დღე

   ძალიან გული მწყდება ,,ჩვენი,, ტრენინგი დასასრულს, რომ უახლოვდება, მიუხედავად დატვირთული დღეებისა ყოველი ტრენინგი ერთმანეთზე უფრო საინტერესო გახლდათ.....
    რაც შეეხება მერვე დღეს განვიხილეთ ყველა ის მასალა რაც განვლილ  ტრენინგებზე განციხილეთ. შევქმენი შეფასების - ვიცი, მინდა ვიცოდე ვისწავლე-ს კითხვარი. შევისწავლე დამატებითი ბრძანებები blogger- ში.
     დავალება: შევადგინოთ მოსწავლის მიერ შექმნილი ერთ-ერთი აქტივობის ჩეკლისტი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს მუშაობას. ასევე შემდეგი ტრენინგისთვის ყველაფერი სრულყოფილი და blogge-ზე გამოქვეყნებული უნდა მქონდეს, რომელსაც წარვედგენ პრეზენტაციის სახით..................

Sunday, April 13, 2014

მეშვიდე დღე

        წარვადგინეთ ჩვენი შეფასების რუბრიკები, რამაც გამოიწვია დიდი აზრთა სხვაობა. მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები და შევჯერდით სასურველ ფორმაზე.
        გადავხედეთ ნაწილობრივ შევსებულ პროექტის გეგმას და შევავსეთ დამატებითი გრაფები....
        დავალება: შევადგინოთ ყველა აქტივობის უკვე შესწორებული და სრულყოფილი რუბრიკები.

Monday, April 7, 2014

მეექვსე დღე

      დადგა მეექვსე დღეც... ამ დღეს წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია და გაზეთი, შეფასება ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის და ტრენერისთვის მიმინდია... P.S. კმაყოფილი ვარ  ამ ჯგუფში რომ მოვხვდი: მეგობრულები, კონტაქტურები, ენერიულები და ძალიან კარგები არიან............
     ამ დღეს განვათავსე პორტფოლიო ბლოგზე, Drive - ზე ავტვითე პროექტის მასალები და ვისწავლე ატვირთული მასალის გამოქვეყნება.
     დავალება კი ასეთი მოგვეცა: შევადგინოთ ყველა აქტივობის შეფასების რუბრიკები.
წინ ბევრი სამუშაო გველის, მაგრამ იმედია როგორც აქამდე ისე გავართმევთ თავს ამ დავალებასაც...

Tuesday, April 1, 2014

მეხუთე დღე

წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, რომელიც დავალებად გვქონდა მოცემული.
ვისწავლე Youtobe -დან ვიდეო რგოლის განთავსება ბლოგზე.
განვიხილეთ მოდული 3-4; ,,მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული პროცესი’’ 
შევადგინეთ მოსწავლის თვალით დანახული გაზეთის შაბლონი.

Sunday, March 30, 2014

მეოთხე დღე


დადგა მეოთხე დღეც, ძალიან თბილი გარემოა......
      ამ დღეს დავამატეთ ბლოგს დამატებითი გვერდები: ,,პორტფოლიო'' ,,მონაწილეთა ბლოგები" სადაც განვათავსეთ ჩვენი ჯგუფის სია, რომელსაც მივაბით მონაწილეთა ბლოგის ლინკები.
       შევისწავლეთ ბლოგის სტრუქტურის შეცვლა, სხვის ბლოგზე კომენტარის გაკეთება.
      განვიხილეთ პროექტის დაწვრილებითი მსვლელობა რომელიც ჩეკლისტში განვათავსეთ.
     მოვისმინეთ თითოეულის პროექტის მსვლელობის მოსაზრებები და მივიგეთ შესაბამისი მითითებები.

მესამე დღე



მესამე დღის რეფლექსია: დავალებისამებრ ჩავამატე ინფორმაცია ჩეკლისტში, ჩამოვაყალიბე კითხვები რომელიც უნდა განგვეთავსებინა ბლოგზე და აი მათი ნუსხაც:

       1.ზოგადი კითხვები:      
                             რა არის დედამიწა?
                             დედამიწა, კონტინენტები, ქვეყნები და .................?
       2. თემატური კითხვები:
                             რომელია საქართველოს დედაქალაქი?
                             ჩამოთვალეთ თქვენი ქვეყნის ქალაქების სახელწოდებები.
                             რა ნიშან თვისებებით სახელდება ქალაქი დიდად?
                             რომელი იწოდება საქართველოს დიდ ქალაქებად?
      3.შინაარსობრივი კითხვები:
                             რომელია საქართველოს დიდი ქალაქები?
                             რომელ საუკუნეში დაარსდა თითოეული მათგანი?
                             მოსახლეობის რამდენი ერთეულისგან შედგება?
                             რომელია  მათ შორის ყველაზე დიდი ქალაქი?
                            თუ იცით რაიმე მათი ღირსშესანიშნაობების შესახებ?
         განვიხილე google drive, ვისწავლე მასზე ინფორმაციის განთავსება და ასევე ჩამოტვირთვა. ასევე drive - ში შევადგინე კითხვარის ნიმუში და გავუგზავნე ჯგუფის წევრებს.
        განვიხილე შეფასების ფორმები ჩვენი პროექტის შესაბამისად.
        გავარჩიე PowerPointi, თუ როგორ უნდა განვათავსო ინფორმაცია, სურათები, ანიმაციები, ეფექტები და . .
      მივიღე დავალება: უნდა ჩამოვაყალიბოთ და ჩავამატოთ ჩეკლისტში პროექტის დაწვრილებითი მსვლელობა...

Tuesday, March 25, 2014

მეორე დღე


  1. blogger-ზე რეგისტრაცია.
  2. შაბლონის განხილვა.
  3. პროექტზე მუშაობის დაწყება.
  4. შევიტანეთ დამატებითი მონაცემები ჩეკლისტში.
  5. ჩამოვკალიბდი პროექტის სათაურში.
  6. შევადგინეთ ბუკლეტი.
  7. მივიღეთ დავალება შეგვეტანა ჩეკლისტში დამატებითი ინფორმაცია, ჩამოგვეყალიბებინა ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები და გამოგვექვეყნებინა ბლოგზე დღის რეფლექსიასთან ერთად.

Thursday, March 20, 2014

დღე პირველი






დღის რეფლექსია:
 1. გაცნობა
 2. ინტელის სახელმძღვანელოს გაცნობა
 3. 21 -ე საუკუნის უნარ ჩვევების გარჩევა
 4. პროექტის მოთხოვნების გაცნობა
 5. პორტფოლიოს შექმნა
 6. ჯგუფებად დაყოფა,შექმნილი პროექტის(ნიმუშის,,ვირტუალური ელჩი'') გარჩევა და წარდგენა სიტყვიერი პრეზენტაციით....