Monday, April 14, 2014

მერვე დღე

   ძალიან გული მწყდება ,,ჩვენი,, ტრენინგი დასასრულს, რომ უახლოვდება, მიუხედავად დატვირთული დღეებისა ყოველი ტრენინგი ერთმანეთზე უფრო საინტერესო გახლდათ.....
    რაც შეეხება მერვე დღეს განვიხილეთ ყველა ის მასალა რაც განვლილ  ტრენინგებზე განციხილეთ. შევქმენი შეფასების - ვიცი, მინდა ვიცოდე ვისწავლე-ს კითხვარი. შევისწავლე დამატებითი ბრძანებები blogger- ში.
     დავალება: შევადგინოთ მოსწავლის მიერ შექმნილი ერთ-ერთი აქტივობის ჩეკლისტი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს მუშაობას. ასევე შემდეგი ტრენინგისთვის ყველაფერი სრულყოფილი და blogge-ზე გამოქვეყნებული უნდა მქონდეს, რომელსაც წარვედგენ პრეზენტაციის სახით..................

Sunday, April 13, 2014

მეშვიდე დღე

        წარვადგინეთ ჩვენი შეფასების რუბრიკები, რამაც გამოიწვია დიდი აზრთა სხვაობა. მოვისმინეთ ერთმანეთის მოსაზრებები და შევჯერდით სასურველ ფორმაზე.
        გადავხედეთ ნაწილობრივ შევსებულ პროექტის გეგმას და შევავსეთ დამატებითი გრაფები....
        დავალება: შევადგინოთ ყველა აქტივობის უკვე შესწორებული და სრულყოფილი რუბრიკები.

Monday, April 7, 2014

მეექვსე დღე

      დადგა მეექვსე დღეც... ამ დღეს წარვადგინე ჩემი პრეზენტაცია და გაზეთი, შეფასება ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის და ტრენერისთვის მიმინდია... P.S. კმაყოფილი ვარ  ამ ჯგუფში რომ მოვხვდი: მეგობრულები, კონტაქტურები, ენერიულები და ძალიან კარგები არიან............
     ამ დღეს განვათავსე პორტფოლიო ბლოგზე, Drive - ზე ავტვითე პროექტის მასალები და ვისწავლე ატვირთული მასალის გამოქვეყნება.
     დავალება კი ასეთი მოგვეცა: შევადგინოთ ყველა აქტივობის შეფასების რუბრიკები.
წინ ბევრი სამუშაო გველის, მაგრამ იმედია როგორც აქამდე ისე გავართმევთ თავს ამ დავალებასაც...

Tuesday, April 1, 2014

მეხუთე დღე

წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, რომელიც დავალებად გვქონდა მოცემული.
ვისწავლე Youtobe -დან ვიდეო რგოლის განთავსება ბლოგზე.
განვიხილეთ მოდული 3-4; ,,მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული პროცესი’’ 
შევადგინეთ მოსწავლის თვალით დანახული გაზეთის შაბლონი.